სასტუმრო „რედისონში“ ტრადიციული საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ქალთა საერთაშორისო ასოციაციამ სასტუმრო „რედისონში“ ტრადიციულ საახალწლო გამოფენა-გაყიდვას გამართა. 

როგორც ქალთა საერთაშორისო ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, ღონისძიების მიზანია გამოფენა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა მოახმაროს მზრუნველობამოკლებულ ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს. ღონისძიების მონაწილე და მედია პარტნიორი რადიო JAKO FM იყო.

„ამ გამოფენით მიღებული შემოსავლის ძირითადი ბენეფიციარები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „სოხუმი“ და „იალქანი“, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთა პროფესიული განათლების და შემდგომში მათი დასაქმების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობენ. ასევე, „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“, რომელიც ეხმარება სიმსივნით დაავადებულ ქალებს ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციაში და, სოფელ წილკანში, იძულებით გადაადგილებულთა კომპაქტურ დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღის შენობის ავეჯით და სხვა საჭირო ინვენტარით მოწყობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეძინათ საახალწლო საჩუქრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ქართველ და უცხოელ ხელოვანთა საავტორო ნამუშევრები და დაეგემოვნებინათ ინტერნაციონალური სამზარეულო. ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული პროდუქცია, რომლის გაყიდვაშიც საქართველოში აკრედიტებული ელჩები და მათი ცოლებიც იყვნენ ჩართულები.

IWAG წარმოადგენს საქველმოქმედო სტატუსის მქონე არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციას და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მსოფლიო ქსელის ნაწილს. ასოციაცია ცდილობს გააღრმავოს მისი უცხოელი წევრების მიერ საქართველოს და ქართული კულტურის შეცნობა და გაუადვილოს უცხოელებს მშობლიური ქვეყნებიდან შორს ცხოვრება და მუშაობა. IWAG ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს და მისი მთავარი მიზანია სოციალურად დაუცველი ქალების, ბავშვების და მოხუცების დახმარება. 



  • Coldplay, Dido, Robbie Williams, Sugabab...

    Do They Know It's Christmas
  • Mariah Carey

    Christmas Time Is In The Air Again