როგორ აღნიშნავენ შობას ჩინეთში

ჩინელების უმეტესობა არ აღნიშნავს შობის დღესასწაულს, ეს განსაკუთრებით ეხება სოფლის და უმცირესობათა იმ ტერიტორიებს, სადაც დასავლეთისა და ქრისტიანობის გავლენა უმნიშვნელოა. შობა არ წარმოადგენს საყოველთაო დღესასწაულს ჩინეთში. შობა, კომერციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიებაა ჩინეთის დიდ ქალაქებში. ქუჩებსა და მაღაზიებში წააწყდებით  ნაძვის ხეებს, განათებასა და დეკორაციებს. თქვენ მოისმენთ საშობაო მუსიკას ნოემბრის ბოლოდან, რომელიც  საშობაო სეზონის საყიდლების ფონზე  ყველგან ჟღერს.

ჩინელების უმეტესობა შობას იმ დატვირთვით აღნიშნავს, რომ თავის მეგობრებთან, ნათესავებთან და საყვარელ ადამიანებთან გააზიაროს განწყობა ამ დიდი დღესასწაულისა. ისინი მართავენ საშობაო წვეულებებს, მიდიან კარაოკე ბარებსა და რესტორნებში. ბევრი ახალგაზრდა ჩინელი აღნიშნულ  დღესასწაულს რომანტიულ დღედ აღიქვამს და საკუთარ მეორე ნახევარს მისთვის სასურველ საჩუქარს უკეთებს, ჩინელებისთვის შობა ერთგვარად სიხარულის გაზიარების დღედაც შეიძლება მოვიაზროთ.



  • Coldplay, Dido, Robbie Williams, Sugabab...

    Do They Know It's Christmas
  • Mariah Carey

    Christmas Time Is In The Air Again