რკინიგზის რეკონსტრუქცია უნგრეთში

სერბეთმა უნგრეთში რკინიგზის რეკონსტრუქცია დაიწყო. პროექტი, რომელიც ჩინეთის დაფინანსებით ხორციელდება ევრაზიაში აბრეშუმის გზის მარშუტს მოიცავს.

სერბეთის პრემიერ მინისტრი ანა ბრნაბიჩი ჩინეთის პრემიერ მინისტრ ლი კეციანთან და უნგრეთის პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად უნგრეთში გამართულ შეხვედრას დაესწრო, სადაც პროექტის დეტალები განიხილეს.

განახლებული 350 კმ-იანი რკინიგზა ბელგრადსა და ბუდაპეშტს შორის, საიდანაც 184 კმ სერბეთშია, ორ დედაქალაქს შორის მოგზაურობისას დროის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა. ეს გულისხმობს, რომ სამოგზაურო დრო 8 საათიდან 3 საათამდე შემცირდება.

პროექტის უდიდესი დამფინანსებელი ჩინეთია და ჩინეთის სახელმწიფო იმედოვნებს, რომ ეს პროექტი დაეხმარება მას დააჩქაროს ჩინური პროდუქტის გადაზიდვა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

ბრნაბიჩის განცხადებით არსებული პროექტი სერბეთს ბალკანეთის რეგიონის ფარგლებში ტრანსპორტირების ცენტრად აქცევს.



  • Coldplay, Dido, Robbie Williams, Sugabab...

    Do They Know It's Christmas
  • Mariah Carey

    Christmas Time Is In The Air Again