ნინო სირცოვა: ,, მასაჟი ეს არის კულტურა, რომლითაც დაკავებული უნდა იყოს ყველა ადამიანი"

მასაჟი მექანიკურ და რეფლექსურ ზემოქმედებათა ერთიანობას წარმოადგენს. მისი ეფექტის გასაძლიერებლად სპეციალისტები სხვადასხვა სახის ზეთს, გელს და სამკურნალო მალამოებს იყენებენ.
მასაჟის მეშვეობით საშუალება გაქვთ მუდმივად ლამაზად და მოხდენილად გამოიყურებოდეთ და ამისათვის წელიწადში ორი პროცედურაა საკმარისი. მასაჟზე, მის აუცილებლობასა და დადებით მხარეებზე, აგრეთვე რა დროს არ არის სასურველი მისი გაკეთება, ამ და სხვა თქვენთვის საინტერესო თემებზე გადაცემაში ,,სილამაზე და ჯანმრთელობა“  ექიმი მასაჟისტი ნინო სირცოვა საუბრობდა.

როდის უნდა მივმართოთ მასაჟისტს იმისათვის რომ ჩვენი სხეული მუდმივად იყოს კარგ ფორმაში?


მასაჟი ეს არის კულტურა, რომლითაც დაკავებული უნდა იყოს ყველა ადამიანი, მიუხედავად იმისა აწუხებს თუ არა რაიმე სახის პრობლემა მას. მასაჟი ეს არის პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესი, დაღლილობის მოხსნის საშუალება და პრევენცია უამრავი დავადების და პათოლოგიების. მათ შორის ცელულიტასაც რა თქმა უნდა. მასაჟით დაკავებული ადამიანი, რომელიც უვლის თავს, მთელი ცხოვრება გარანტირებულად იქნება ლამაზი. იმიტომ რომ ეს არის ჯანმრთელობის საწინდარი. ყველა ჯანმრთელი ადამიანი,  კი მოგეხსენებათ ძალიან ლამაზია.

ერთგვარ პრევენციად შეიძლება ჩაითვალოს მასაჟი?


მასაჟი ერთგვარი პრევენციაა და  პროფილაქტიკა უამრავი დაავადების.

არსებობს მრავალი სახეობის ანტიცელულიტური მასაჟი, ამისათვის კი იყნებენ სხვადასხვა სახის საშუალებებს. მაგ. თიხა, თაფლი და ა.შ. თქვენი დამოკიდებულება ასეთი ტიპის მასაჟის მიმართ როგორია?

პირველ  რიგში აუცილებელია მასაჟი კეთდებოდეს პროფესიონალის მიერ. ყველა მასაჟს აქვს თავისი დატვირთვა და თავისი მნიშვნელობა. ისევე როგორც თაფლით მასაჟს როგორც თქვენ ახსენეთ, მისი გამოყენება კლეოპატრას დროიდანაა ცნობილი. ის შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც სხეულის ნიღაბი. შესაძლებელია გავაკეთოთ თაფლის და რძის ნიღაბი, მაგრამ მისი გამოყენება ცელულიტის წინააღმდეგ ვერ დაგეხმარებათ. თაფლის მასაჟის დროს საჭიროა მთელი სხეული ჩაერთოს ამ პროცესში, მაგრამ არა ისე რომ სისხლძარღვები დავაზიანოთ. სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში დიდია რისკი თრომბის განვითარების. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩამოვყალიბდეთ და გავერკვიოთ, რა გვჭირდება ჩვენ, რას ვითხოვთ სპეციალისტისგან, სხეულის მოვლას, უბრალო თაფლის ნიღაბს რძით თუ ცელულიტის საწინააღმდეგო მასაჟს.

მასაჟის რამდენი კურსია საჭირო იმისათვის რომ გარკვეული შედეგი მივიღოთ? თქვენ გყავდათ უამრავი პაციენტი, რომლებმა მასაჟის მეშვეობით წონაში დაკლება მოახერხა.

ინდივიდუალური თემაა. არიან პაციენტები, რომლებთანაც ერთი კურსის (10 მასაჟი) გაკეთებაა საკმარისი. არიან პაციენტები, რომლებიც 6 თვის განმავლობაში დადიან იმისათვის რომ სასურველი ფორმები მიიღონ, ასევე მყავს პაციენტები რომლებიც 3-4 წლის განმავლობაში დადიან ჩემთან და ყოველთვის ინარჩუენებენ სასურველ ფორმას.

პროცედურის დროს რაციონი, უნდა იყოს თუ არა თქვენთან შეთანხმებული?

მასაჟის შემთხვევაში დიეტა საერთოდ არ არის საჭირო. მე არ ვარ დიეტოლოგი და შესაბამისად ყველა ჩემს პაციენტს ვთავაზობ მასაჟით მიღებულ შედეგს და არა დიეტით. მე პაციენტებისგან ვითხობ სწორ კვებას.

არსებობს მოსაზრება და საინტერესოა თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. ადამიანების გარკვეული რაოდენობა ფიქრობს რომ მასაჟის შემდეგ ცელულიტი შესაძლოა ორმაგად გაიზარდოს.

ცელულიტი ეს არის ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამოლექილი მინერალური პროდუქტები ე.წ წიდა, რომელსაც სხეული ვერ მოერია და დარჩა უჯრედებში და ჩვეულებრივ ეს არ დაბრუნდება თუ მასაჟის პროცესი დაძრული, აღდგენილი და გააქტიურებულია. უბრალოდ შესაძლებელია ადამიანმა გაიკეთა ახლახანს მასაჟი და მოიცილა ზედმეტი ცხიმი, დროთა განმავლობაში არ დახარჯა ენერგია ან მიიღო იმაზე მეტი საკვები ვიდრე სხეულს სჭირდება, სულ რომ არ ჰქონდეს მასაჟი დაწყებული, როდესღაც შესაძლოა ისევ დაიწყოს ცელულიტმა დაგროვება. საერთოდ ადამიანის სხეულს აქვს მიდრეკილება სიმსუქნისკენ  და დღის რეჟიმი  პაციენტს არასწორი აქვს სასურველია მუდმივად იკეთოს მასაჟი იმისათვის რომ მუდმივად იყოს ფორმაში და შეინარჩუნოს შედეგები. მასაჟის დაწყევიდან შედეგს ვნახულობთ ერთ თვეში, აქედან გამომდინარე რისკი იმისა რომ სხეულში ზედმეტი ცხიმი დაგროვდეს, ეს გამორიცხულია.

წელიწადში რამდენი მასაჟია საჭირო, იმისათვის რომ სასურველი წონდა გვქონდეს?

ესეც ინდივიდუალურია, თუმცა მე ვთვლი რომ ნებისმიერმა ქალბატონმა წელიწადში ორჯერ მასაჟის 10 დღიანი კურსი რომ იკეთოს ეს იქნება სილამაზის ჩვეულებრივი გარანტი.

რა სახის კრემებს ანიჭებთ უპირატესობას მასაჟის დროს?


ჩემთვის მთავარია იყოს ზეთი იმისათვის რომ საშუალება მომეცეს ვიგრძნო სხეული.

თქვენ გაქვთ თქვენი მეთოდი, რომელიც ძალიან კარგ შედეგს აძლევს ადამიანებს...

ეს არის ჩვეულებრივი გამაჯანსაღებელი მასაჟი, რომელიც დაფუძნებულია ნივთიერებათა ცვლის გაჯანსაღებაზე, მეტაბოლოზმის აღდგენაზე, კორექციების გაკეთებაზე, პრობლემური ზონების მოვლაზე და აქედან გამომდინარე შედეგი იზრდება, რომელიც ძალიან საინტერესოა ხოლმე.

ასევე საინტერესოა დაავადებები და პათოლოგიები, რომლის დროსაც სასტიკად აკრძალულია მასაჟი.


ნებისმიერი სახის მასაჟს უბრალო სამკურნალო მასაჟიდან დაწყებული, რელაქს-მასაჟით დამთავრებული აქვს უკუჩვენებები როცა მასაჟი არ შეიძლება. მე შემიძლია ჩამოგითვალოთ დაავადებები, რომელთა დროსაც სასტიკად აკრძალულია მასაჟი. ეს არის: სიმსივნე, ინფექციური დაავადებები, ვირუსები, ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები, სისხლძარღვების პრობლემები, ვარიკოზული ვენების გაგანიერების შემთხვევაში. ასევე ძალიან დიდი სიფრთხილით კეთდება მასაჟი ორსულობაში. მასაჟი ეს ის თემაა უნდა იყოს კომფორტი და არა რისკი.

ვთქვათ თქვენთან მოსულმა პაციენტმა არ იცის რომ აქვს რაიმე სახის დაავადება. ამ შემთხვევაში თქვენ თუ ითხოვთ რაიმე სახის კვლევას?

დაავადება არ მიდის უკვალოდ. მას აუცილებლად ექნება ტკივილი, რაიმე სახის სიმპტომი. შესაძლოა პაციენტმა არ იცოდეს რომ ნაღველში კენჭები აქვს, შესაბამისად თუ მას რაიმე სახის სიმპტომი არ აქვს, არ გვიშლის ასეთი სახის პრობლემა ხელს იმისათვის რომ მასაჟი ჩავატაროთ.

რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღოს ადამიანმა მასაჟის დროს?

წყალი, ჰაერი და მოძრაობა, ეს სხეულის სასიცოცხლო პირობებია. ვიკეთებთ თუ არა მასაჟს აუცილებელია ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი, დავლიოთ წყალი და ვიმოძრაოთ ფეხით ძალიან ბევრი. ეს არის ჯანმრთელობის პირობა. რაც შეეხება მასაჟის პერიოდს, როდესაც მიდის ნივთიერებათა ცვლა, ტოქსინების გამოდევნა, წყლის მიწოდებას აქვს თავისი პრინციპები მაგრამ ესეც ინდივიდუალურია. უნდა მოუსმინოთ ჩვენს სხეულს რას გვთხოვს ის და პასუხები უნდა გავცეთ ამაზე.

თქვენი რეკომენდაცია მასაჟის დაწყებამდე. როგორ უნდა მოვემზადოთ?

უბრალოდ უნდა მოემზადოთ ფსიქოლოგიურად, რომ გელოდებათ ძალიან სასიამოვნო პროცედურა. მეტი არაფერია საჭირო.




  • Coldplay, Dido, Robbie Williams, Sugabab...

    Do They Know It's Christmas
  • Mariah Carey

    Christmas Time Is In The Air Again