,,ნეიშენალ ჯეოგრაფიკის'' ახალი, რიგით 42-ე ნომრის წარდგენა გაიმართა

ნეიშენალ ჯეოგრაფიკი ჟურნალი რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ძალიან ბევრი მკითხველი ჰყავს, მათ რიცხვში შედის ასევე საქართველო. ჟურნალის 42- ე ნომრის წარდგენა სულ რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ასევე შედგა დოკუმენტური ფილმის ,,ჯარას“ ჩვენება.  ამ და სხვა მრავალი საინტერესო თემის შესახებ გადაცემაში ,,შოკოლადი“ ნეიშენალ ჯეოგრაფიკის წარმომადგენელი ჟურნალისტი და კორესპონდენტი, ანთროპოლოგი ირაკლი ფიფია საუბრობდა.

როგორც ვიცი, ნეიშენალ ჯეოგრაფიკის ახალი, რიგით 42-ე ნომერი რედაქციამ სულ ორიოდე დღის წინ წარუდგინა საზოგადოებას.  ამ თემით დავიწყოთ...

წარდგენა საკმაოდ საინტერესო იყო. ხალხმრავალი, იმიტომ რომ ბევრი მხარე იყო დაინტერესებული და მონაწილე. ჩემს გარდა ამ ნომერში ძალიან საინტერესო ფოტომასალაზე იმუშავა ნიკა წიკლაურმა რომელიც პარალელურად მუშაობდა ფილმზე, ეს გახლავთ დოკუმენტური ჯანრის ფილმი ,,ჯარა“. მინდა აღვნიშნო, რომ ფილმმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. გარდა ამისა იყვნენ ის ადამიანებიც რომლებიც ჯარას თაფლს წარმოადგენდნენ და დავაგემოვნეთ კიდევაც უგემრიელესი პროდუქტი.  ვისაუბრეთ ნომრის მნიშვნელობაზე, გარდა თაფლისა რომელიც ჟურნალის ძირითადი წამყვანი თემაა, ასევე ჩვენს ჟურნალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ქართული ღვინის 8000 წლის იუბილეს. სხვათა შორის ნეიშენალ ჯეოგრაფიკი იყო პირველი იმ მედია საშუალებებიდან რომლებმაც თავიანთ სივრცეში ეს ინფორმაცია გააჟღერა. ეს კვლევები ეროვნული მუზეუმის ბაზაზე მიდიოდა და როდესაც უკვე დადასტურდა და დამტკიცდა, ასე ვთქვათ უტყუარი გახდა ეს ინფორმაცია პირველებმა გამოვაქვეყნეთ.

ყველა ქვეყანაში ამ ჟურნალს თავისი მოცემულობა აქვს, რადგან გარკვეული ნაწილი ეთმობა კონკრეტული ქვეყნის შესახებ სხვადასხვა სახის შემეცნებით თუ კულტურულ ინფორმაციას მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ ჟურნალი რომელიც საქართველოში გამოდის, რედაქცია ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იყოს ჩვენი ქვეყნის შესახებ.

დიახ, სწორედ ამ მიზნით მოხდა თუნდაც ღვინის თემაზე ჩვენს მიერ ინფორმაციის მოპოვება და შემდეგ ამის მკითხველისთვის გაცნობა. ასევე უნდა ითქვას რომ ქართულ თაფლსაც 7000 წლიანი ისტორია აქვს.

დიახ, ამაზე მოგვიანებით მინდოდა მეკითხა. აღსანიშნავია რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ერთნაირად საინტერესოა ეს ჟურნალი.

დიახ, თავშესაქცევია. უნდა ითქვას ის რომ ფოტოც ისეთივე მაღალხარისხიანი და მნიშვნელოვანია, როგორც თემა. შესაბამისად სწორედ ეს ორმხრივობა ბადებს მიზიდულობას.

ჟურნალის 42-ე ნომერი განსაკუთრებით მომეწონა, რადგან მთლიანად ქართულ თემატიკას მოიცავს. ბუნებრივია ყველა ნომერში ეს ვერ ხერხდება, გასაგები მიზეზების გამო.
მინდა გითხრათ რომ თქვენი წერილი სახელწოდებით ,,ქართული ფუტკრის ამბავი“  ძალიან საინტერესოა.

მთავარი ამ ამბავში ის არის რომ ქართული ფუტკარი ახლა არ გახდა ცნობილი. უკვე XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული მისი სარგებლიანობის შესახებ ვრცელდება ინფორმაციები სხვადასხვა ფორმით,  სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურაში და მუდმივად იყო კამათი  იმის შესახებ თუ რომელი ქვეყანაა ამ მხრივ გამორჩეული. მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულია იტალიური ფუტკარი.  ყვითელი და შავი ზოლების კარგად გამოხატული კომბინაცია. თუმცა უკვე XX საუკუნის შუა ხანებში, ჩატარდა საერთაშორისო აგროფესტივალი, ეს ფესტივალი სხვადასხვა წლებში ტარდებოდა, თუმცა საბჭოთა კავშირი რამოდენიმეჯერ ჩაერთო ამ პროცესში და ქართულმა ფუტკარმა სამჯერ მოიპოვა ოქროს მედალი, თავისი თვისებების გამო. ყველაზე გრძელხორთუმიანი ფუტკარი ეს არის დასავლეთ საქართველოში, წალენჯიხის ტერიტორიაზე. ყველაზე საინტერესო ამ ფუტკრის თვისებებიდან არის ის რომ ქართულ ფუტკარს შეუძლია უფრო მეტი ყვავილის ბუტკოდან აიღოს ნექტარი, იმიტომ რომ უფრო გრძელი აქვს ხორთუმი და ზარისებური ყვავილების სიღრმეში შეუძლია შეღწევა. ეს სერიოზული პლიუსია და სწორედ ამ პლიუსმა განაპირობა შეჯიბრის დროს მისი უპირატესობა. ამ შეჯიბრზე თუ იტალიურმა ფუტკარმა 30 კილო თაფლი მოაგროვა, იმავე ტერიტორიაზე ქართულმა ფუტკარმა 47 კგ თაფლის მოგროვება შეძლო.  ქართული ფუტკარი გახლავთ თვინიერი რაც გამოხატულია იმით რომ ნაკლებად ინესტრება და სხვა ფუტკრებთან შედარებით აგრესიით არ გამოირჩევა.  გარდა ამისა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, ეკონომიურობის თვალსაზრისით ქართულ ფუტკართან მიმართებაში, როდესაც გვალვიანი წელიწადია, ქართული ფუტკარი ახერხებს იმას რომ უზღუდავს დედა ფუტკარს კვერცხის დების შესაძლებლობას, შესაბამისად ნაკლები მჭამელი იბადება თაფლის და უფრო მეტი თაფლი ინახება ზამთრისთვის. ეს კი ფუტკრისთვის არის ძალიან კარგი, რადგან მეტი შანსია იმისა რომ ზამთრის მკაცრ პირობებში ადვილად გადარჩნენ. ფუტკრის თემა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით რომ დღეს მთელს მსოფლიოში არის პრობლემა ფუტკრის მასობრივი დაღუპვისა, ძირითადი მიზეზი კი გლობალური დათბობა გახლავთ.

ბოლო პერიოდში მოვისმინე რომ მსოფლიო ძალიან დაინტერესებულია ქართული ფუტკრით მაგრამ გარკვეული სახის პრობლემა იყო ევროპის ბაზარზე რაღაც მიზეზის გამო...

რეალობა არის ის რომ ქართული ფუტკარი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით რომ მან გარემოს შენარჩუნება უფრო ბუნებრივად მოახერხა და შესაბამისად მთიან გარემოში უფრო უკეთ მოახერხა და შეძლო კლიმატთან შეგუება. იმიტომ რომ მთიანი გარემო სწორედ ამას გულისხმობს, კერძოდ აქტიურ მონაცვლეობას. სამი სახის მეფუტკრეობა არსებობს. ეს არის: ველური მეფუტკრეობა, ნახევრად ბინადარი და ბინადარი სახის.  ჯარა სწორედ ნახევრად ბინადარ მეფუტკრეობას გულისხმობს. აგრეთვე ამ ნომერში  სტატიას წაიკითხავთ ნეპალის შესახებ. სადაც ყურადღება გამახვილებულია ტოქსიკურ თაფლზე, ე.წ მათრობელა  თაფლზე, რომელსაც ქართულ კულტურაში იელის თაფლს ეძახიან.
ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სტატიაზე მუშაობის დროს იყო არის შემდეგი. აღმოჩნდა რომ 1906 წელს, ამერიკაში უკვე იცოდნენ ქართული ფუტკრის შესახებ, აგრეთვე იცოდნენ რომ იყო თვინიერი და მათ სჭირდებოდათ ზუსტად ეს თვისება. როგორც ცნობილია ამერიკის კონტინენტზე ფუტკარი არ არსებობდა და ევროპელებმა შეიყვანეს, შემდეგ უკვე ცდილობდნენ სახეობების გაუმჯობესებას. ამერიკელი მეფუტკრზე ფრანკ ბენტონი ჩამოვიდა საქართველოში, იმოგზაურა სხვადასხვა კუთხეებში და აფხაზერთიდან წაიყვანა რამდენიმე დედა ფუტკარი, რამოდენიმე სახეობის ოჯახი. გარკვეული ხნის შემდეგ ამერიკულ ჟურნალში ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ფრანკ ბენტონი აქტიურად უჭერს მხარს ქართულ ფუტკარს. სიმართლე კი ის არის რომ როდესაც დაგეგმა მან მოგზაურობა აზიის მხარეს, აინტერესებდა ძირითადად გიგანტური ფუტკარი, რომელიც სწორედ ნეპალის და ამ ტერიტორიებისკენ უნდა ყოფილიყო. ისე აღმოჩნდა რომ გიგანტური ფუტკარი ვერ წაიყვანა და საბოლოო ჯამში მისთვის უფრო საინტერსო ქართული ფუტკარი აღმოჩნდა. ამის შემდეგ კი დაიწყო კავკასიური ფუტკრის რეკლამირება.
ასევე საინტერესო იყო კვლევა იმის შესახებ თუ როგორ ვითარდებოდა ფუტკარი წლების მანძილზე საქართველოს ტერიტორიზე.  არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ რომ 7000 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა თაფლი,  გავრცელებულ ხალხებში. შესაბამისად არსებობდა თაფლში მუმიფიცირების ( დაკრძლავის) რიტუალები, ასევე თაფლში პროდუქტის შენახვის ტრადიცია. გარდა ამისა არსებობდა სხვადახვა სახეობის თაფლი.


ერთადერთი პროდუქტი რომელიც არ ფუჭდება თაფლია.

დიახ, საკმაოდ დიდი ხანი ინახება. მაგრამ მეფუტკრემ შესაძლოა საკუთარი მოსავალი გააფუჭოს. თაფლზე მოთხოვნილება ყოველთვის იყო, უბრალოდ ყველაზე საყურადღებოა ის თუ რამდენად კეთილსინდისიერად აკეთებს მეფუტკრზე თაფლს, ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე ფუტკარს თაფლს აჭმევ თუ შაქრიან წყალს. ზოგადად მეფუტკრეობა იმდენად სასიამოვნო პროცესია როდესაც გყავს ფუტკარი და უვლი, ცდილობ მათ გადარჩენას წლიდან წლამდე, ეს ძალიან აზარტულია. შესაბამისად უფრო მეტი შანსი აქვს მეფუტკრეობას გადარჩენის. ხარისხიანი თაფლის შექმნა უფრო ადვილია რადგან ფუტკრები შრომობენ და ჩვენ უბრალოდ უნდა შევეწიოთ  და ხელი მოვუმართოთ მათ.  



  • Coldplay, Dido, Robbie Williams, Sugabab...

    Do They Know It's Christmas
  • Mariah Carey

    Christmas Time Is In The Air Again