მზადება სწრაფი ჭადრაკის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

29 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა სტუდენეტებს და ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრების მოჭადრაკეები BTU-ში შექმნილ მაღალტექნოლოგიურ ბაზაზე მოემზადებიან.

მზადება სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაიმართება, რომელიც საუდის არაბეთში 2017 წლის დეკემბერში ჩატარდება. ეროვნული ნაკრების წევრების მომზადება, უნივერსიტეტში არსებული ბოლო თაობის HP-ს უმძლავრეს, 32 ბირთვიან Z840 მოდელის კომპიუტერების და ვირტუალური რეალობის გამოყენებით მოხდება.

მინისტრისა და სტუდენტების შეხვედრას დაესწრნენ  - ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე; ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი, ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი და ვეტერანი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც სტუდენტებს ჭადრაკს ეთამაშა.

 ტარიელ ხეჩიკაშვილი:" ჭადრაკის ფედერაციას და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს წარმატებულ, ნაყოფიერ თანამშრომლობას ვუსურვებ. მოჭადრაკეებს შედეგიანი წელი გამოუვიდათ, თუმცა საშეჯიბრო სეზონი გრძელდება და დეკემბერში ორივე ნაკრებს სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატი ელის, რომელიც საუდის არაბეთში ჩატარდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოჭადრაკეები ამჯერადაც გაგვახარებენ, მითუმეტეს რომ ეროვნული ნაკრების წევრების მომზადება, უნივერსიტეტში არსებული ბოლო თაობის HP-ს უმძლავრესი, კომპიუტერების და ვირტუალური რეალობის გამოყენებით მოხდება.

ჭადრაკის ფედერაციას მომავალ წელს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ელოდება - ჭადრაკის ოლიმპიადა, რომლის ღირსეულად ჩატარებისთვის უდიდესი სამუშაო შესრულდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება, მსგავსად იმ დიდი საერთაშორისო ტურნირებისა, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა უმაღლეს დონეზე ჩაივლის".

ფოტო - ხატია ჯიჯეიშვილი
სამინისტროს პრესსამსახური



  • Coldplay, Dido, Robbie Williams, Sugabab...

    Do They Know It's Christmas
  • Mariah Carey

    Christmas Time Is In The Air Again