ხანძარი თიანძინში

თიანძინში, ერთ-ერთ მაღალსართულიანი შენობის 38-ე სართულზე გაჩენილმა ცეცხლმა 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 5 მსუბუქად დაზიანდა.

თიანძინის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია და დაზიანებული ადამიანები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ინციდენტი პარასკევს გამთენიისას, 4 საათზე დაიწყო და 300 კვ.კმ-ზე გავრცელდა. ხანძრის მიზეზად შინაგანი ფაქტორი სახელდება.

ჩინეთის ნაციონალური რადიოს ინფორმაციით, იმ სართულზე, სადაც ცეცხლი გაჩნდა, Thaihot Group Co.-ს სასტუმროს ახალი პროექტის გაყიდვების ცენტრი იყო.



  • Coldplay, Dido, Robbie Williams, Sugabab...

    Do They Know It's Christmas
  • Mariah Carey

    Christmas Time Is In The Air Again