ელენე კალანდაძე: ,,ეს იყო ყველაზე დიდი ექსპერიმენტი ჩემს ცხოვრებაში"

თავის მოვლის ინდივიდუალური ხერხი, წონა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ამ და სხვა თემების შესახებ მომღერალი და მუსიკოსი ელენე კალანდაძე გადაცემაში ,,სილამაზე და ჯანმრთელობა“ საუბრობდა.

გამორჩეული და დამახასიათებელი გარეგნობა გაქვს. დაძაბული რეჟიმის დროს, როგორ ახერხებ თავის მოვლას?


ამისათვის განსაკუთრებულ პროცედურებს არ ვიტარებ. ეს ასევე ეხება სახის კანს და თმას.  არაფერი სპეციალური არ მჭირდება. არ ვიცი რატომ ვერ ვიტყვი რომ ფანტასტიური სახის კანი მაქვს და მას არ სჭირდება მოვლა, უბრალოდ ამ ასაკში ზედმეტად არ ვერევი ამაში. მერე ალბათ რაღაც ზღვარს რომ გადავლახავ, თითონ კანიც და თმაც მოითხოვს ამას და შემდეგ უკვე ჩავერევი. გადატვირთულ პერიოდშიც კი მშვიდად, წყნარად და ბუნებრივად მივყვები ამ პროცესს.

როგორ იწყება თქვენი დილა?

მე ვიწყებ ჩემი შვილით დილას. სხვათა შორის ძალიან არაჯანმრთელი დილა მაქვს ხოლმე იმიტომ რომ არც წყალს მივირთმევ, ვიცი რომ აუცილებელია, იშვიათად როცა გამახსენდება ხოლმე მაშინ ვსვამ.

და რაც შეეხება საუზმეს?

საუზმე, სადილი და ვახშამი ერთმანეთშია არეული. ალბათ ძალიან ცუდი მაგალითი ვარ სხვებისთის...

ძალიან გამხდარი ხარ. ალბათ ეს ყველაფერი გენეტიკურია.

არასოდეს არ ვყოფილვარ დიეტაზე, უბრალოდ ბავშვის გაჩენის შემდეგ ასეთი წონა მაქვს. ერთადერთი ვვარჯიშობ და სპორტული ცხოვრება ძალიან მიყვარს.

ვარჯიშის შესახებ მინდა გკითხო. როგორი ტიპის ვარჯიში მოგწონს?


სავარჯიშო დარბაზში დავდივარ და იქ ვიტვირთები. უბრალოდ ზოგადად, სულ აქტიური ვარ, მიყვარს სიარული ფეხით. ასევე ძალიან მიყვარს ცეკვა.

ღამის ცხოვრებით თუ ცხოვრობ?


მაგასაც ვახერხებ რა თქმა უნდა. ზოგადად გარშემო სტრესული გარემოა და კვირის ბოლოს სურვილი მიჩნდება წავიდე მეგობრებთან ერთად და განვიტვირთო. ეს იქნება კლუბი, ბარი, კაფე და ა.შ.

კვებასთან დაკავშირებით მინდა გკითხო. თუ გაქვს რაიმე სახის აკრძალვები ცომეულთან და ტკბილეულთან დაკავშირებით?

ვიცი ზოგადად რომ მავნეა ბევრი ცომეული და ტკვილეული და დიდად არ ვეტანები, მაგრამ კონკრეტულად რამე რომ აკრძალული მქონდეს საკუთარი თავისთვის ასე არ არის. თუმცა კი აკრძალული მაქვს გაზიანი სასმელი, რადგან ვიცი რომ მავნებელია.

ევროვიზიის კონკურსის შესახებ მოგვიყევი...

დიახ, ვიყავი წამყვანი და ფანტასტიული გამოცდილება მივიღე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპერიმენტი ჩემს ცხოვრებაში. რაღაცა ბარიერები გადავლახე, თუნდაც ინგლისურ ენაზე წაყვანა არ არის მარტივი მაშინ, როდესაც ქართული შენი მშობლიური ენაა. ამავდროულად ბავშვობის ასაკიდან ინგლისური ენა მუდმივად თან დამყვება და არ მქონდა რაიმე სახის ეჭვები. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. საერთოდ ასეთი ხასიათი მაქვს, საქმეს ხელს თუ ვკიდებ ბოლომდე მიმყავს. ფანტასტიურად ჩაირა და ძალიან ღირსეულად წარსდგა საქართველო მსოფლიოს წინაშე.

არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა ევროვიზიის კონკურსს, როგორც დადებითი ისე უარყოფითი. იმიტომ რომ კონკურსის გამარჯვებული გახდა სხვა ქვეყნის მონაწილე. ამაზე რას ფიქრობ?

მაგაში პრობლემა საერთოდ არ არის. ჩვენ ყველაფერზე მითქმა-მოთქმა გვიყვარს. ეგეთი ერი ვართ ზოგადად, მაგრამ ფაქტი რაც მოხდა, ფაქტად რჩება. მე სანამ წამყვანი ვიყავი უფლება არ მქონდა ვინმე კონკრეტული ქვეყნის თუნდაც ჩემი ქვეყნის მხარი დამეჭირა. მე ვიყავი აბსოლუტურად ნეიტალური ადამიანი. როცა დამთავრდა კონკურსი ძალიან განვიცადე, გული დამწყდა, მითუმტეს მაშინ როცა სამ ქულაზე იყო სხვაობა. გულსატკენია, იმიტომ რომ უდაოდ უპირობო ლიდერი იყო გრიგოლი.

შენი მომავალი გეგმების შესახებ მოგვიყევი.

მას შემდეგ რაც მომღერლის პროფესიაში ვარ ჩემი ახალი წელი დატვირთულია სვადასხვა სახის კონცერტებით. გამონაკლისი არც ეს წელი იქნება. დატვირთულია მთელი დეკემბერი და იანვარი. უახლოესი გეგმა კი არის დიდების ევროვზიაზე მონაწილეობის მიღება და როგორც კი გამოცხადდება შიდა შესარჩევი კონკურსი აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.



  • Coldplay, Dido, Robbie Williams, Sugabab...

    Do They Know It's Christmas
  • Mariah Carey

    Christmas Time Is In The Air Again