ჩინეთის სამხედრო მაღალჩნოსანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

   ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ჭან იანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 23 ნოემბერს, პეკინში ჭანის სახლში მოხდა. თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება იყო.

   ჩინური მედიის განცხადებით, ჭან იანი მექრთამეობასა და უცნობი წყაროებიდან დიდი რაოდენობის აქტივების მიღებაში იყო ბრალდებული.

   მოგვიანებით, ჩინურმა მედიამ ანალიტიკოს ძუნ ჭენფინის განცხადება გაავრცელა, რომელიც ამბობს, რომ ჭანმა სიცოცხლე სამარცხვინო გზით დაამთავრა.

   ჩინეთში ტვიტერის ანალოგის, ვეიბოს პლატფორმაზე, მომხდართან დაკავშირებით, საზოგადოების მხრიდან არაერთი განსხვავებული პოზიცია გამოითქვა.

 



  • Coldplay, Dido, Robbie Williams, Sugabab...

    Do They Know It's Christmas
  • Mariah Carey

    Christmas Time Is In The Air Again