ახალგაზრდა ფოტოგრაფის თვალით დანახული ჩინეთი ლონდონის გამოფენაზე

ქალაქ ლონდონში გამოფენა გაიმართა, რომლის მთავარ თემასაც ჩინეთი წარმოადგენდა.  სინამდვილეში ეს გახლავთ რამდენიმე მომგებიანი მასალა კონკურსისთვის, რომელიც აჩვენებს ლონდონში გამოფენილი ფოტოგრაფიის საშუალებით  ახალგაზრდების შთაბეჭდილებებს ჩინეთზე. კონკურსი, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან,  ღია იყო 18 წლამდე ასაკის სტუდენტებისთვის.

სტუდენტებმა საკუთარი ნამუშევრები შემდეგ თემატიკაზე წარმოადგინეს:  ‘China in Fashion’, ‘In Bloom’ და ‘On the Move’.  ხოლო კონფუცის ინსტიტუტის ჟიურიმ, რომელიც ლონდონის განათლების ინსტიტუტის ბაზაზეა დაფუძნებული, თითოეულ კატეგორიაში რამდენიმე გამარჯვებული ფოტო გამოავლინა.

ფლინ ჯონსი, რომლის ფოტომ სახელწოდებით ,,მშვენიერი დრაკონი" გაიმარჯვა კატეგორიაში ,,ჩემი ცხოვრება და ჩინეთი", მოგვითხრობს შავ–თეთრი პორტრეტის უკან დამალულ ისტორიას.

17–19 ნოემბერს, პორტრეტი წარმოდგენილი იყო ლონდონის გამოფენაზე სხვა გამარჯვებულ ნამუშევრებთან ერთად.

კოკნურსის მთავარ მიზანს წარმოადგენდა კულტურული სტერეოტიპების გამიჯვნა, რომელიც აჩვენებდა ახალგაზრდა ფოტოგრაფების თვალით დანახული ჩინეთის მრავალფეროვან პერსპექტივებს.



  • Coldplay, Dido, Robbie Williams, Sugabab...

    Do They Know It's Christmas
  • Mariah Carey

    Christmas Time Is In The Air Again