23-24 დეკემბერს თბილისში ღვინის საახალწლო ბაზრობა გაიმართება

23–24 დეკემბერს, „საქართველოს ღვინის კლუბი“ და „ვერის ბაზარი“ (ღვინის ქარხანა #1) „ღვინის საახალწლო ბაზრობას“ გამართავს.

ბაზრობაზე საქართველოს ყველა წამყვანი კომპანია და მცირე მარანი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც საახალწლო და საშობაო სუფრისთვის, თავიანთ საუკეთესო ღვინოებს შემოგთავაზებენ. ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება: ცქრიალა ღვინოები, თეთრი მშრალი, ქარვისფერი ქვევრის ღვინოები, წითელი მშრალი, ქვევრის, ნახევრადტკბილი და ტკბილი, ასევე შემაგრებული ღვინოები.

"ღვინის საახალწლო ბაზრობა" ორი დღის მანძილზე, დილის 10:00–დან საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება. ბაზრობა" ღვინის #1 ქარხნის ორ სართულზე, ძველ სარდაფებში გაიმართება (შესასვლელები: პეტრიაშვილის ქუჩის და მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან).



  • Coldplay, Dido, Robbie Williams, Sugabab...

    Do They Know It's Christmas
  • Mariah Carey

    Christmas Time Is In The Air Again